Tbilisicity2009
შპს „Tbilisi City 2009“ დაარსდა 2009 წელს , პარტნიორი ხდება VTB BANK (GEORGIA) -ს კომპანიამ მშენებლობა დაიწყო 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსით მდებარე 300 არაგველებზე, ქეთევან წამებულის გამზირი 47/49-სა და ბოჭორმის ქ. #8-ში, რომელიც გაშენებულია 3 300 კვ.მ ტერიტორიაზე და 40 000 კვ.მ სამშენებლო ფართით. 2012 წელს წარმატებით დასრულდა პროექტი. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ 2014 წელს შპს „Tbilisi City 2009“-ის პარტნიორი კვლავ ხდება VTB BANK (GEORGIA), რომელიც გთავაზობთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთობლივ პროექტს ქ. თბილისში ვაკეში შატბერაშვილის ქ. #7-ში. ის შედგება 10 სართულისგან, გამოირჩევა ადგილმდებარეობით და აღსანიშნავია ისიც რომ შენობა არის ენერგო ეფექტური(დათბუნება) შენობა მოპირკეთებულია ბუნებრივი გრანიტით. მშენებლობის პროცესი წარმატებით დასრულდა 2015 წელს . 2015 წელს კომპანია იწყებს ახალი რვა სართულიანი კორპუსის მშენებლობას რომელიც მდებარეობს ვაკეში მარუხის გმირების ქუჩის მიმდებარედ 11/13-ში. ისევ VTB BANK (GEORGIA)- ს თანადაფინანსებით. 2017 წელს კომპანია წარმატებით ასრულებს კორპუსის მშენებლობას. კორპუსი არის ენერგოეფექტური, თანამედროვე, ფასადები მოპირკეთებულია ტრავერტინით და იტალიური ხის მასალით . კორპუსი დასრულებულია და შესახლებულია დღეის მდგომარეობით. 2019 წელს კომპანიამ დაიწყო საბურთალოზე ირაკლი გამრეკელის 37 ა- ში ექვს სართულიანი კორპუსის მშენებლობა , ეგრეთწოდებულ მხატვრების დასახლებაში, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები ქალაქზე,კორპუსი ისევე როგორც ჩვენი სხვა პროექტები არის თანამედროვე,ფასადი მოპირკეთებულია კერამიკული აგურით, ბუნებრივი ტრავერტინის ქვით , ასევე აქვს იზოპროფილის ალუმინის კარ-ფანჯრები , გაღება/გადმოკიდებით. მოაჯირი: ლითონის კონსტრუქცია მასში ჩამონტაჟებულია ნაწრთობი მინა, ჰოლი და სადარბაზოს კიბეები მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი მარმარილოთი და ასევე კორპუსი იქნება ენერგო ეფექტური. მშენებლობა მიმდინარეობს კვლავ VTB BANK (GEORGIA)-სთან ერთად თანადაფინანსებით. მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს სრული კონტროლის ქვეშ, მასზე მუშაობს მაღალკვალიფიციური გუნდი და კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალას. მშენებლობა დასრულდება 2020 წლის ბოლოს.